წესები და პირობები
ჩვენი ვებ გვერდის მოხმარებამდე გთხოვთ წაიკითხოთ და დაეთანხმოთ ჩვენ პირობებს. მათზე დათანხმების გარეშე ვერ შეძლებთ ბილეთის დაჯავშნას/შესყიდვას. კომპანია Discovery-მ შეიძლება შეიტანოს შესწორებები ვებ გვერდის გამოყენების პირობებში თქვენი გაფრთხილების გარეშე.
ჩვენი პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ მომხმარებელზე, რომელიც შემოდის ვებ გვერდზე; მოცემული პოლიტიკა ადგენს პირობებს თქვენსა და კომპანია Discovery-ს შორის, რომელთა გათვალისწინებითაც შეგეძლებათ გამოიყენოთ ვებ გვერდი.
კომპანია Discovery-მ შესაძლოა გადახედოს მოცემულ პოლიტიკას ნებისმიერ დროს და შეცვალოს ეს გვერდი. თქვენთვის სასურველია, რომ ვებ გვერდის გამოყენების დროს ნახოთ ამ გვერდზე მოცემული პირობები და მიაქციოთ ყურადღება ნებისმიერ ცვლილებას, რადგან ისინი იურიდიულად სავალდებულოა თქვენთვის. აქ მოცემული ზოგიერთი დებულება შეიძლება ჩანაცვლდეს ვებ გვერდზე არსებული სხვა დებულებებითა და აღნიშვნებით.
ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული პირობები და წესები ვრცელდება ჩვენი ვებ გვერდის ყველა მომხმარებელზე. ჩვენი ვებ გვერდის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეთანხმებით ყველა ჩვენს პირობას და იმ ავიაკომპანიების მიერ დაწესებულ ყველა მოთხოვნასა და შეზღუდვას, რომლის ბილეთების დაჯავშნასა და შესყიდვასაც ახორციელებთ.
წესები და პირობები
საიტი უფასოა.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ გვერდი მხოლოდ კანონიერი მიზნებისათვის.
თქვენ უფლება არ გაქვთ ვებ გვერდი გამოიყენოთ შეზღუდვების გარეშე: ნებისმიერი იმ ფორმით, რომლითაც დაირღვევა მოქმედი ადგილობრივი, ეროვნული ან/და საერთაშორისო სამართალი და რეგულაცია; ნებისმიერი უკანონო ან/და თაღლითური ფორმით, ან ისეთი ფორმით, რომელიც მიზნად ისახავს თაღლითობას ან სხვა უარყოფითი შედეგების დადგომას, თქვენს ან/და სხვა პირის შესახებ არასწორი ინფორმაციის ატვირთვის ჩათვლით; ნებისმიერი იმ ფორმით, რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვანთათვის ზიანის მიყენებას ან ზიანის მიყენების მცდელობას.
  • ჩვენი წესების დარღვევით ნებისმიერი მასალის გაგზავნა, ატვირთვა, ჩამოტვირთვა;
  • ნებისმიერი არასასურველი ან/და არასანქცირებული რეკლამის ან სარეკლამო მასალის გაგზავნა, გადაცემა ან გადაგზავნის უზრუნველყოფა, ან ნებისმიერი მაკულატურული ფორმის (ე.წ. სპამი) მსგავსი ფორმით გავრცელება;
  • მონაცემების შეგნებულად გადაცემა, ნებისმიერი იმ მასალის გაგზავნა და ჩატვირთვა, რომელიც შეიცავს ვირუსებს, trojan horses, worms, time-bombs, keystroke loggers, spyware, adware, ნებისმიერი სხვა მავნე პროგრამებისა და ანალოგიური კომპიუტერული კოდების ჩამოტვირთვა, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის ნორმალურ ფუნქიონირებაზე და აპარატურული საშუალებების მუშაობაზე
ყველანაირი შეზღუდვების გარეშე თქვენ ასევე ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ აკრძალვებს და აცხადებთ, რომ:
  • არ მოახდენთ ვებ გვერდის ან მისი რომელიმე ნაწილის რეპროდუცირებას, დუბლირებას, კოპირებას (ასლის გაკეთებას) ან გადაყიდვას. უნებართვოდ და ავტორიზაციის გარეშე არ განახორციელებთ ვებ გვერდზე შეღწევას, ხელს არ შეუშლით, არ დააზიანებთ, არ დაარღვევთ, არ წაშლით და არ გააკეთებთ ასლს:
  • ვებ გვერდის ნებისმიერი ნაწილის;
  • ნებისმიერი იმ მოწყობილობის ან/და ქსელის, რომელშიც ინახება ვებ გვერდი;
  • ვებ გვერდის ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის;
  • ნებისმიერი ინფორმაციის, დოკუმენტის, მოწყობილობის, ქსელის ან/და პროგრამული უზრუნველყოფის, რომელიც იმყოფება მესამე პირების მფლობელობაში ან საკუთრებაში;
  • ნებისმიერი ინტერაქტიული მომსახურების გამოყენება არასრულწოლოვანთა მხრიდან მოხდება მათი მშობლების ან მეურვეების თანხმობით;
  • ყველა თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება სწორი, ზუსტი, სრული და უტყუარი;
  • თქვენს მიერ მესამე პირებისათვის ბილეთის დაჯავშნისას ან შეძენისას, შეატყობინებთ იმ მესამე პირებს, ვისი სახელითაც თქვენ მოქმედებთ, ყველა იმ პირობის, წესის და შეზღუდვის შესახებ, რომელიც მოქმედებს თქვენს მიერ შერჩეულ ტარიფზე, ასევე მიაწოდებთ მათ ინფორმაციას დაჯავშნილ ან/და შესყიდულ ბილეთთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ცვლილების შესახებ; საკუთარი თავისათვის ან/და სხვა პირებისათვის ბილეთების დაჯავშნისას და შეძენისას არ მოახდენთ ჯავშანებისა და შეკვეთების დუბლირებას;
ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ თქვენს მიერ ვებ გვერდზე მოწოდებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და ყველა ქვეყანაში, სადაც ვახორციელებთ საქმიანობას, რეგისტრირებული/დამტკიცებული გახლავართ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ ამ ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონდებლობის ფარგლებში.
ჩვენ სრულად პასუხისმგებელი ვართ პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე; ვკისრულობთ ვალდებულებას და გარანტიას ვიძლევით, რომ პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც აუცილებელია და მოითხოვება ბილეთების დაჯავშნისა და გაცემის დროს.
თქვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ შეინახება გონივრული ვადით ან იქამდე, ვიდრე ამას მოითხოვს ავიაკომპანიების კანონები და სტანდარტები.
პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა, მისი ან/და მისი ნებისმიერი მასალის გამოყენება ხორციელდება თქვენი რისკით; ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას და არ გიდგებით თავდებში პროგრამული უზრუნველყოფის საიმედოობაზე, მის სათანადო ფუნქციონირებაზე, გამოყენებასა და ექსპლუატაციაზე, სტაბილურობასა და მისი ვირუსებისაგან დაცვაზე.
მიუხედავად ჩვენს მიერ მიღებული ზომებისა, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ თქვენს მიერ ჩვენთვის ვებ გვერდზე მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა შევამოწმოთ მესამე მხარის (მაგ: სხვა ინფორმაციის მომწოდებლების ან ვებ გვერდთან დაკავშირებული სხვა მხარის) მიერ მოწოდებული ინფორმაციის, მისი შინაარსის და მონაცემების სისწორე და არც ვახორციელებთ ასეთ გადამოწმებას.
ჩვენ მივიღებთ ყველა გონივრულ ზომას, რათა თქვენს მიერ ვებ გვერდის გამოყენებისას ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა იყოს დაცული. მიუხედავად ჩვენს მიერ მიღებული ზომებისა, ჩვენ არ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ არ მოხდება არასანქცირებული წვდომა ინფორმაციაზე. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერ ასეთ არასანქცირებულ წვდომაზე; გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უხეში გაუფრთხილებლობით, რა დროსაც თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მაქსიმუმ იმ ოდენობით, რაც თქვენს მიერ ხარჯის სახით გაწეული იქნა ჩვენს ვებ გვერდზე მომსახურების შეძენისათვის.
უსაფრთხო ონლაინ გადახდებისა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხო გადაცემისათვის ჩვენი ვებ გვერდი იყენებს ტექნოლოგია Secure Socket Layer (SSL). SSL სერთიფიკატი კითხულობს თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს სერვერს შორის ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლას, ისე რომ ინფორმაცია შეიძლება წაკითხული და გაგებული იქნეს მხოლოდ ჩვენს მიერ. ბრაუზერის ფანჯარაში არსებული ე.წ. დახურული ბოქლომი მიუთითებს უსაფრთხო კავშირზე. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ გაეცნოთ თქვენი ბრაუზერის უსაფრთხოების სპფეციფიკაციას. თუ თქვენი ბრაუზერი აღჭურვილია SSL-ით თქვენი შემომავალი შეტყობინება ავტომატურად იქნება დაცული.
ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, პროგრამული უზრუნველყოფა, პროდუქცია და მომსახურება შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს და შეცდომებს. ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი მოწოდებულია ჩვენი პარტნიორების (ავიაკომპანიების) მიერ.
ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული კომენტარები და სხვა მასალები არ არის განკუთვნილი და არ წარმოადგენს იმ რეკომენდაციებსა და მითითებებს, რომელსაც უნდა დაეყრდნოს მომხმარებელი. შესაბამისად ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ შედეგებზე, რომელიც დადგა ნებისმიერი ჩვენი ვებ გვერდის ვიზიტორის ან/და ინფორმაციის მიმღები ნებისმიერი პირის მიერ ასეთი მასალების ან/და ინფორმაციის გამოყენებით.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მიიღოთ ყველა ზომა ჩვენს ვებ გვერდთან დასაკავშირებლად. ამასთან ერთად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ ადამიანები, თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ჩვენს ვებ გვერდს უკავშრიდებიან თქვენი ინტერნეტ კავშირით, ფლობენ ინფორმაციას ამ და სხვა წესებისა და პირობების შესახებ, რომლებიც ეხებათ მათ და ეთანხმებიან ამ წესებსა და პირობებს. ვებ გვერდზე თქვენი წვდომისათვის აუცილებელი ზომების მიღებაზე თავად ხართ პასუხისმგებელი გარდა ამისა ასევე თქვენ ხართ პასუხისმგებელი შეატყობინოთ ჩვენი პირობების შესახებ ყველა იმ პირს, ვინც სარგებლობს ჩვენი ვებ გვერდით თქვენი ინტერნეტ კავშირის მეშვეობით. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი არანაირი პრეტენზიის, საჩივრის, სასამართლო გადაწყვეტილების, ზარალის, ჯარიმების, ზიანის ან რაიმე მსგავსი შემთხვევის დროს, მიუხედავად იმისა ისინი პირდაპირ, ირიბ თუ შემთხვევით კავშირში იქნება (მათ შორის ბიზნესის, შემოსავლის და მოგების შესაძლო დაკარგვის, გუდვილის ან რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამოწვეული იქნეს კონტრაქტის დარღვევით ან სამართალდარღვევით, დაუდევრობით) ჩვენ ვებ გვერდის გამოყენებასთან, მისი გამოყენების შეუძლებლობასთან ან მის შეფერხებით მუშაობასთან და მიუხედავად იმისა, რომ მათი წინასწარი გათვლა იყო შესაძლებელი.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ვირუსების (რომელიც გავრცელებულია სისტემაზე კიბერ შეტევით და მიზნად ისახავს ვებ გვერდის ნორმალური მუშაობისათვის ხელის შეშლას და სისტემის მწყობრიდან გამოსვლას და რომელმაც შესაძლოა შეაღწიოს თქვენს კომპიუტერულ სისტემაში და დააზიანოს იგი, ასევე დააზიანოს თქვენი კომპიუტერული პროგრამები, მონაცემები ან ნებისმიერი მასალა, რომელიც შემხებლობაშია ჩვენს ვებ გვერდთან) შედეგად გამოწვეულ ზარალზე და დანაკარგებზე, რომელიც შეიძლება მიადგეს თქვენს კომპიუტერულ აღჭურვილობას, პროგრამებს, მონაცემებს, შენახულ ინფორმაციას ჩვენი ვებ გვერდის ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვებ გვერდის გამოყენებისა ან გადმოწერილი ფაილის გამო. პასუხისმგებლობის მოცემული შეზღუდვები არ მოდის წინააღმდეგობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენს ვებ გვერდზე შეიძლება იყოს ჩვენი კომპანიის პარტნიორების ვებ გვერდ(ებ)ზე გადასასვლელი ლინკ(ებ)ი, მაგრამ ამ ვებ გვერდ(ებ)ის ექსპლუატაცია, მხარდაჭერა და კონტროლი არ ხდება ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით. ჩვენ არანაირი გზით არ ვახორციელებთ ინფორმაციის, მონაცემების, პროდუქტებისა და მომსახურების გამოყენებასა და კონტროლს მესამე პირების ვებ გვერდ(ებ)ზე. მესამე პირების ვებ გვერდ(ებ)ის ლინკ(ებ)ი და მინიშნებები მოცემულია მხოლოდ თქვენი მოხერხებულობისათვის. შესაბამისად მათი გამოყენება მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობა და რისკია.
ავიაბილეთის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენ უნდა წაიკითხოთ შესაბამისი ავიაკომპანიის ტარიფის / გადახდის, ავიაბილეთის უკან დაბრუნების და გადაცვლის წესები, რომელიც მოცემულია შეკვეთის გაფორმების გვერდზე იმ სახით, რა სახითაც ის წარმოდგენილია ავიაკომპანიებისა და დისტრიბუციის გლობალური სისტემის მიერ.
თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცავთ იმ ავიაკომპანიის მიერ დადგენილ წესებს, პირობებსა და შეზღუდვებს, რომლის ავიაბილეთსაც ან მომსახურებასაც იძენთ; თქვენ აცნობიერებთ, რომ აღნიშნული წესების ნებისმიერი დარღვევა შეიძლება გახდეს ჯავშანის გაუქმების საფუძველი, თქვენს მიერ გადახდილი ბილეთის ღირებულების თანხის თქვენთვის დაბრუნების გარეშე. ავიაბილეთის შეძენის ფაქტი ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაეცანით და დაეთანხმეთ შესაბამისი ავიაკომპანიის პირობებს, წესებსა და შეზღუდვებს.
დაჯავშნის (შეკვეთის გაფორმების) დროს, თქვენ ვალდებული ხართ წარმოადგინოთ მხოლოდ უტყუარი და სრული მონაცემები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დისტრიბუციისა და ავიაკომპანიებში არსებული დაჯავშნის გლობალური სისტემის სამუშაო პრინციპების სპეციფიკიდან გამომდინარე უმეტესად აკრძალულია გაფორმებულ შეკვეთაში მგზავრის მონაცემების შეცვლა. ნებისმიერმა ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯავშანის/ბილეთის გაუქმება, რომლის ღირებულებაც დაბრუნებას დაექვემდებარება თქვენს მიერ შერჩეული ბილეთის ტიპიდან გამომდინარე, შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ დადგენილი წესის მიხედვით. ამგვარად, თქვენზეა ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენს მიერ ჯავშანის გაკეთების დროს ან ავიაბილეთის შეძენისას დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ გარკვეულმა ავიაკომპანიებმა ფრენაზე (რეისსზე) რეგისტრაციის გავლის დროს შესაძლოა მოგთხოვონ იმ საბანკო ბარათის წარმოდგენა, რომლიდანაც მოხდა ავიაბილეთის ღირებულების გადახდა; ორმაგი ჯავშანის (ერთი და იგივე მგზავრის ერთი და იმავე რეისზე და თარიღზე ერთზე მეტი ჯავშანის არსებობის) აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ავიაკომპანიამ ცალმხრივად და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ჯავშანი ან უკვე გაცემული ბილეთი. ორმაგი ჯავშანის თავიდან აცილების მიზნით ჩვენი რეკომენდაციაა შეძენამდე გააუქმოთ ყველა არსებული დუბლირებული ჯავშანები და შეკვეთის გაფორმების შემდგომ არ გააკეთოთ არანაირი ჯავშანი.
არასრულწლოვნებისთვის თანმხლები პირების გარეშე, იმ პირთათვის, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გაადგილება, ასევე უსინათლო, სმენადაქვეითებული და ბოლო ვადებზე მყოფ ორსულთათვის ბილეთები დაჯავშნული და შეძენილი უნდა იქნეს მხოლოდ ავიაკმომპანიების ოფისებში და წარმომადგენლობებში.
ავიაბილეთის გაყიდვისას ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ და დამატებით დავაკავოთ ინფორმაციის მიწოდების, დაჯავშნის და ბილეთის გაფორმების მომსახურების საფასური. შესაბამისი საფასური ნაჩვენებია ვებ გვერდზე, რომელიც ხილვადია თქვენთვის ბილეთის შეძენამდე. შეკვეთის ნაწილობრივ ან სრულად გაუქმების (ბილეთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნების) შემთხვევაში მომსახურების ეს დამატებითი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ნებაყოფლობით (მომხმარებლის ინიციატივით) ბილეთების გაცვლა ანდა დაბრუნება ხორციელდება იმ ავიაკომპანიის წესების შესაბამისად, ვისი კუთვნილი ბილეთის დაბრუნებაც ანდა გადაცვლაც ხდება. ყურადსაღებია ასევე ის გარემოებაც, რომ ასეთ შემთხვევებში ავიაკომპანიები უფლებამოსილნი არიან დააჯარიმონ მომხმარებელი და დააკავონ საჯარიმო თანხა მომხმარებლისათვის დასაბრუნებელი თანხიდან. გარდა ამისა, ჩვენ ასევე გვაქვს უფლება მოვითხოვოთ და დამატებით დავაკავოთ ბილეთის უკან დაბრუნების ანდა გადაცვლის მომსახურების საფასური.
მგზავრისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო - ბილეთის იძულებითი დაბრუნების დროს (ფრენის გაუქმების ან მგზავრის ავადმყოფობის, გარდაცვალების შემთხვევაში) მომხმარებელს (მგზავრს) მომსახურების საფასური დამატებით არ დაეკისრება. იძულებითი დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია ელექტრონულ ბლანკზე, რომელზეც გამოწერილი იყო ბილეთი, გასცემს თავის დასტურს.
ბილეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს სერვისი ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე და არსებობს ავიაკომპანიის ნებართვა აღნიშნული ოპერაციის განხორციელებაზე. როგორც წესი, ბილეთის გაუქმება შესაძლებელია დაჯავშნიდან 30 წუთის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათით ადრე გამგზავრებამდე. ბილეთი, რომელზეც მითითებულია კონკრეტული თარიღი და რომელიც შეძენილია ფრენამდე 2 დღით ადრე, უკან დაბრუნებას (გაუქმებას) არ ექვემდებარება.
გადახდის პირობები
ვებ გვერდზე მითითებული ბილეთის ფასები არის მოცემული ქართულ ეროვნულ ვალუტაში - ლარში. მომხმარებლის (კლიენტის) საბანკო ბარათზე ხდება ბილეთის ღირებულების ოდენობის თანხის ბლოკირება. ბილეთის გამოწერიდან რამდენიმე დღის შემდგომ, ხდება აღნიშნული დაბლოკილი თანხის საბანკო ბარათიდან ჩამოჭრა შესაბამისი ავიაგადამზიდავის ან მისი საგადახდო აგენტის მხრიდან. იმ შემთხვევაში თუ თქვენს საბანკო ბარათზე არსებული თანხის ვალუტა არ ემთხვევა გადამზიდველის მიერ მასთან ანგარიშსწორების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვალუტას, თქვენს ბანკს შეუძლია განახორციელოს კონვერტაცია მისი შიდა კურსით, რომელიც შესაძლოა არ დაემთხვეს ჩვენს ვებ გვერდზე მითითებულ ან იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის კურსს, რომელშიც მდებარეობს თქვენი საბანკო ბარათის გამცემი ბანკი. ჩვენ გირჩევთ რომ ვებ გვერდით სარგებლობამდე დააზუსტოთ კურსისა და კონვერტაციის საკომისიოს შესახებ ინფორმაცია თქვენი ბანკის წარმომადგენლებთან. მიიღოთ ინფორმაცია ბანკის შიდა კურსსა და საკომისიო თანხის შესახებ. თანხის გადახდით დასტურდება, რომ მომხმარებელს (კლიენტს) საბოლოო ღირებულების (ფასის) შესახებ მიღებული აქვს შესაბამისი ინფორმაცია და მისთვის მისაღებია ეს ღირებულება. თუ გადახდას ახორციელებთ სხვისი საბანკო ბარათიდან, საბანკო ბარათის უშუალო მფლობელისგან უნდა მიიღოთ წერილობითი დასტური გადახდის განსახორციელებლად; ბილეთის უკან დაბრუნების/გაუქმების შემთხვევაში უკან დაბრუნებას დაქვემდებარებული ფულადი სახრსები, ბილეთის უკან დაბრუნების/გაუქმების სათანადოდ გაფორმების შემდეგ ჩარიცხული იქნება თქვენს საბანკო ბარათზე/ანგარიშზე (მიუხედავად საბანკო ბარათის მოქმედების ვადისა და სახეობისა და თქვენი ბანკისა და საერთაშორისო საგადახდო სისტემების Visa და MasterCard-ის მუშაობის წესების თანახმად) შემდეგი პერიოდების მიხედვით: ბილეთების საფასურის www.discovery.ge -ის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში 3 სამუშაო დღიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში; ბილეთების საფასურის პირდაპირ ავიაკომპანიისათვის გადახდის შემთხვევაში 3 სამუშაო დღიდან 60 სამუშაო დღის განმავლობაში; ჩვენ მიერ არ ხდება თქვენი საბანკო ბარათების მონაცემების შენახვა. თქვენს მიერ ყოველი შემდგომი შესყიდვის დაჩქარების მიზნით გეძლევათ შესაძლებლობა დაშიფრული სახით შეინახოთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები ჩვენი პარტნიორის სერვერზე, რომელიც სერტიფიცირებულია PCI DSS LEVEL 1-ით. დაჯავშნის (ბილეთის გაფორმების) პროცესი არის სრულიად ავტომატიზირებული და არ მოითხოვს ადამიანის უშუალო მონაწილეობას. ინფორმაციის გადაცემა (ურთიერთგაცვლა) დაცულია კომპანია Thawte.-ს მხრიდან SSL 256 სერთიფიკატით. ჩვენი ვებ გვერდი სრულად პასუხობს საერთაშორისო საგადახდო სისტემების Visa და MasterCard-ის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს მათ მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს (PCI Compliance). ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას სასურველია თქვენი ბრაუზერი იყოს Chrome 18+, Microsoft Firefox 10+ ან Safari 5+. თქვენ ბრაუზერს უნდა ქონდეს SSL (secure docket layer) და JavaScript მხარდაჭერა. რომელიმე ან ფუნქციონალის გათიშვამ ან ძველი, შეუსაბამო ბრაუზერების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვის ვებ გვერდზე ზოგიერთი სერვისით სარგებლობის შეზღუდვა. იმისთვის რომ გაიგოთ თუ რომელი ბრაუზერით სარგებლობთ, დააკლიკეთ 'დახმარების' ღილაკს ბრაუზერის ზედა ნაწილში და მენიუდან აირჩიეთ პუნქტი „პროგრამის შესახებ“, რომელიც მოგცემთ და გაჩვენებთ თქვენს მიერ გამოყენებული ბრაუზერის აღწერილობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბრაუზერის 'Beta' ან 'Preview' ნებისმიერი ვერსიის გამოყენებამ შეიძლება შეუძლებელი გახადოს ვებ გვერდზე ზოგიერთი სერვისით სარგებლობა. ვებ გვერდზე www.discovery.ge განთავსებული ეს წესები და პირობები შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და ვებ გვერდით გათვალისწინებული მომსახურების მიმართ და მხარეთა შორის ვებ გვერდით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენებიდან გამომდინარე წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; ნებისმიერი უთანხმოება წარმოშობილი კომპანიასა და ვებ გვერდის მომხმარებელს (კლიენტს) შორის ექვემდებარება გადაწყვეტას საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებული სასამართლოების მიერ.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
www.discovery.ge-ს მეშვეობით ნებისმიერი მომსახურების შეძენისას მომხმარებელი (კლიენტი) ეთანხმება იმას, რომ კომპანია Discovery უფლებამოსილია დაამუშავოს მომხმარებლის (კლიენტის) პერსონალური მონაცემები (შეგროვება, შენახვა, შეცვლა, აღრიცხვა, დარეგისტრირება, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, გამჟღავნება, გავრცელება, გადაცემა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და სხვა), ასევე გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემების შესახებ) იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია კომპანია Discovery-ს მიერ მომხმარებლისათვის (კლიენტისათვის) მომსახურების გასაწევად მომხმარებლის (კლიენტის) მიერ www.discovery.ge-ს მეშვეობით ბილეთის, ასევე www.discovery.ge-ზე ხელმისაწვდომი სხვა მომსახურების შეძენის მიზნით, აგრეთვე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, ასევე იმას, რომ მისთვის სათანადო მომსახურების გაწევის მიზნით, შესაძლოა მომხმარებლის (კლიენტის) პირადი მონაცემები გამჟღავნებული იქნას კომპანია Discovery-ის შიდა პერსონალთან შეზღუდვის გარეშე. მომხმარებელი (კლიენტი) ანიჭებს კომპანია Discovery-ს უპირობო უფლებას გადაამოწმოს მის შესახებ მოწოდებული და მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია მომხმარებელთან (კლიენტთან) დამატებითი შეთანხმების გარეშე. www.discovery.ge-ს მომხმარებლების (კლიენტების) პირადი მონაცემები დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმატიული აქტების თანახმად. კომპანია Discovery იღებს ყველა აუცილებელ ზომას ვებ გვერდის მომხმარებლების (კლიენტების) პირადი ინფორმაციის დაცვისათვის და მათი მესამე პირთა ხელში მოხვედრის აღსაკვეთად. ამასთან, კომპანია Discovery თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას პირადი ინფორმაციიის დაცულობაზე სხვა ვებ გვერდებიდან, რომელზეც გადასვლა მოხდა www.discovery.ge-დან. www.discovery.ge საიმედო პარტნიორია, ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ თქვენი პირადი მონაცემები არ მოხვდება მესამე პირებთან გარდა ჩვენი პოლტიკით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საიმედო ადგილზე ინახება, ის დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.