ჩვენს შესახებ
discovery.ge წარმოადგენს Discovery-ის ჯგუფის რომელიც სთავაზობს კლიენტს ავიაბილეთებსა და მოგზაურობას მთელი მსოფლის მასშტაბით.
discovery.ge არის ადვილი და სწრაფი გზა მსოფლიოსკენ, კლიენტზე ორიენტირებული ეს ვებ გვერდი განკუთვნილია ყველანაირი სახის მომხმარებლისთვის. Discovery-ის ჯგუფი, რომელიც არის უდიდესი კომპანია და ემსახურება ავიაფრენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არის გახლავთ IATA-ს წევრი და იძლევა კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიას. შპს Discovery 2002 წლიდან არსებობს და ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ქართულ ბაზარზე ბილეთების გაყიდვებისა და სამოგზაურო ინდუსტრიაში. კომპანია დაჯილდოებულია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კომპანიების (Lufthansa, Turkish Airline, S7 Russian Airlines, Qatar Airways და ა.შ.) მიერ გაყიდვების მაღალი შედეგებისათვის.
Discovery ნიშნავს საუკეთესო ფასს
IATA-სთან პირდაპირი თანამშრომლობა უზრუნველყოფს discovery.ge-სგან ყველაზე იაფ ბილეთებს მსოფლიოს მასშტაბით. ბილეთების ნახვა/დაჯავშნა/შეძენა არის სრულად ავტომატიზირებული, რაც გამორიცხავს ვებ გვერდთან მუშაობის დროს ყველა ადამიანური შეცდომის დაშვების შესაძლებლობას. გამოცდილი ტურისტები იყენებენ Discovery მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ავია ბილეთების შესაძენად. მარტივად და მომხმარებლისათვის მოსახერხებლად აწყობილი ვებ გვერდის მენიუ საშუალებას აძლევს კლიენტებს შეარჩიონ მათთვის მისაღები ავია ბილეთები, როგორც ფასის, დროის მიხედვით, ასევე ნებისმიერი მათი მოთხოვნის გათვალისწინებით. ჩვენ გთავაზობთ ასევე ავიაკომპანიების ე.წ. “low-Cost” ბილეთებს და ასევე ფასდაკლებებს ჯგუფების მიერ ავია ვილეთების დაჯავშნისას.
დახმარება მოგზაურობისას
Discovery-ის მგზავრებს DISCOVERY ჯგუფის ოპერატორები დაეხმარებიან 24/7 საათის განმავლობაში, როგორც online რეჟიმში, ასევე ტელეფონითაც. ჩვენ გვაქვს 7 ოფისი, მათ შორის 3 საქართველოს აეროპორტებში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტში. DISCOVERY ჯგუფი უზრუნველყოფს ტურისტების სავიზო მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ტურისტების დახმარებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით ვიზების მოპოვებაში. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ისეთ უდიდეს სადაზღვევო კომპანიებთან საქართველოში, როგორიც არის Aldagi BCI და GPI Holding. ჩვენს ოფისებში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ როგორც, სამოგზაურო, ასევე ბარგის დაზღვევაც. ჩვენ აგრეთვე ვთავაზობთ მომხმარებლებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ საქართველოს მასშტაბით ინდივიდუალურ და ჯგუფურ გადაადგილებას (ტრანსფერს), როგორც სამარშუტო, ასევე კერძო ტაქსით, შესაძლებელია ავტომანქანის ინდივიდუალური დაქირავებაც. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ბმულს: ჩვენი პოლიტიკა, ვინაიდან ჩვენს ვებ გვერდზე თქვენს მიერ ბილეთის დაჯავშნისას და შეძენისას ითვლება, რომ თქვენ გაცნობილი ხართ ჩვენს პოლიტიკას და სრულად ეთანმხმებით მასში მოცემულ ყველა პირობას.