შპს „დისქავერი“ საქართველოს ავიაციის სექტორისა  და ტურისტული ინდუსტრიისათვის ლიდერი სახმელეთო მომსახურების მიმწოდებელია და აღიარებულია როგორც ეტალონი ფასების თანაფარდობის, მომხმარებლისადმი ერთგულებისა და ხარჯების მართვის თვალსაზრისით. საქართველოს ავია ინდუსტრიაში კომპანიამ დაიმკვიდრა ღირებული ბიზნეს პარტნიორის საუკეთესო რეპუტაცია როგორც საკუთარი ფინანსური რესურსების და სახმელეთო მხარდაჭერის, ასევე არამატერიალური აქტივების, განსაკუთრებით კი გამოცდილი მენეჯმენტის მეოხებითა და ბრენდის ასოცირებით საუკეთესო ხარისხთან. დისქავერი დაარსდა 2001 წელს და დღესდღეობით აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს სამივე აეროპორტში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიის 9 ოფისი 50 მაღალ-კვალიფიციური კადრითაა დაკომპლექტებული. ჩვენი წარმომადგენლები მუდამ მზად არიან გემსახურონ.
სახმელეთო მომსახურებისა და ჩარტერული რეისების მომსახურების კუთხით ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ სხვადასხვა სახის მომსახურება ისეთი როგორიცაა სრული ზედამხედველობა, ა/ბილეთების რეალიზაცია, განსხვავებული ტიპის თვითმფრინავების საწვავით უზრუნველყოფა, ეკიპაჟისა და მგზავრების ყველა სახის მომსახურება/მხარდაჭერა. წლებია რაც სახმელეთო მომსახურებას ვუწევთ ისეთ ა/კომპანიებს როგორიცაა აეროფლოტი რუსეთის ა/ხაზები, ლუფთჰანსა, LOT პოლონეთის ა/ხაზები, ეარბალტიკი, უკრაინის საერთაშორისო ა/ხაზები, თურქმენეთის ა/ხაზები, ეგეოსის ა/ხაზები, ეარ ასტანა, ფლაიდუბაი, თურქეთის ა/ხაზები, ელალი ისრაელის ა/ხაზები.
ტურიზმის ინდუსტრიას რაც შეეხება ჩვენ ვართ წევრი მსოფლიოს უდიდესი  ტურისტული ორგანიზაციისა ლუფთჰანსა სითი სენთერ, რაც შესაძლებელს ხდის ფართო სპექტრის საიმედო, მაღალი ხარისხის მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებლისადმი განსაკუთრებული ყურადღების გათვალისწინებით.
ჩვენი ხედვა გულისხმობს ერთი ფანჯრის პრინციპს ავიაკომპანიებისთვის თუ მოგზურობასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის საქართველოში. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომხმარებლის საუკეთესო მომსახურებას მსოფლიოს მასშტაბით ავიაციასა და ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელიც  თანმიმდევრული და შეკვეთაზე ინდივიდუალურად ორიენტირებულია.